უკრაინის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა, შესაძლოა, მოლაპარაკებების საფუძველი გახდეს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა:
“ამჟამად, ერთადერთი არსებითი პროექტი ამერიკული, ტრამპის პროექტია. მიგვაჩნია, რომ ეს შეიძლება მოლაპარაკებების კარგი საფუძველი გახდეს და ამის შესახებ პრეზიდენტმა პუტინმაც ისაუბრა. უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოგვიანებით ევროპელების მონაწილეობა აუცილებელი იქნება. ბუნებრივია, რომ ევროპის უსაფრთხოების სისტემის განხილვა და უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი ევროპელების მონაწილეობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. გარკვეულ ეტაპზე მათი მონაწილეობა საჭირო გახდება.
ამერიკელებსა და უკრაინელებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გვესმის, რომ ტექსტში, რომელიც გამოქვეყნდა, გარკვეული ცვლილებები შედის. გვესმის, რომ ტექსტმა, რომელიც არაოფიციალურად ნაადრევად მივიღეთ, ცვლილებები განიცადა”