შაბათი, ივნისი 6, 2026
Home მსოფლიო აშშ საიდუმლოდ მუშაობს ახალ გეგმაზე უკრაინაში ომის დასასრულებლად – Axios

აშშ საიდუმლოდ მუშაობს ახალ გეგმაზე უკრაინაში ომის დასასრულებლად – Axios

by admin

შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ხელისუფლებასთან უკრაინაში ომის დასრულების ახალ გეგმაზე. ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წერს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ეს გეგმა შთაონებულია ღაზის სექტორში პრობლემის მოსაგვარებლად ტრამპის ინიციატივის წარმატებით.

გეგმა 28-პუნქტიანია და 4 ასპექტად არის დაყოფილი: მშვიდობა უკრაინაში, უსაფრთხოების გარანტიები, უსაფრთხოება ევროპაში და ვაშინგტონის მომავალი ურთიერთობები მოსკოვსა და კიევთან.

Axios-ის მტკიცებით, გეგმის შემუშავებას სათავეში უდგას პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით კომუიკაცია აქვს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან.

დმიტრიევი მაიამიში 24-დან 26 ოქტომბრამდე იმყოფებოდა და აღნიშნა, რომ სამი დღე უიტკოფთან და ტრამპის გუნდის სხვა წევრებთან მოლაპარაკებებში გაატარა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay