უკრაინაში ომის დასრულების მიზნით დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დიალოგი აუცილებელია, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ბევრისგან მოვისმინე, თუ როგორ აკრიტიკებენ აშშ-ის პრეზიდენტს პუტინთან საუბრის გამო. აუცილებელი არაა უკრაინაში შეჭრის შესახებ პუტინის გადაწყვეტილებას ეთანხმებოდე, მაგრამ თუ მშვიდობის მიღწევა გსურს, მაშინ ძლიერი უნდა იყო. ასევე, აუცილებელია ხალხს ესაუბრო და აქტიურ, აგრესიულ დიპლომატიაში ჩაერთო. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დოქტრინა მშვიდობის მიღწევასთან ერთად უძლიერესი არმია, მშვიდობაზე აქცენტი და ის არის, რომ ვაშინგტონში ჟურნალისტებმა არ ისაუბრონ, თუ ვისთან შეიძლება დიპლომატიის წარმოება”, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა