ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
Home საზოგადოება საქართველოში თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაღუპული 20 სამხედრო თურქეთში გადაასვენეს

საქართველოში თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაღუპული 20 სამხედრო თურქეთში გადაასვენეს

by admin

თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული 20 სამხედრო თურქეთში გადაასვენეს.

11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

შსს-მ გამოძიება დაიწყო მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ყველა ტექნიკური საშუალება ნაპოვნია და მიმდინარეობს ექსპერტიზა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay