შაბათი, ივნისი 6, 2026
Home კულტურა ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა მას წერილი გაუგზავნა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეწყალება ოფიციალურად სთხოვა

ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა მას წერილი გაუგზავნა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეწყალება ოფიციალურად სთხოვა

by admin

დონალდ ტრამპმა ისრაელის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეწყალება ოფიციალურად სთხოვა, – ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩემთვის პატივია ამ ისტორიულ დროს მოგწეროთ, როდესაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ მშვიდობას, რომლის მიღწევასაც მსოფლიო სულ მცირე, 3000 წლის განმავლობაში ცდილობდა“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის წერილში.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი „პოლიტიკურად მოტივირებულია“.

„მოგიწოდებთ, სრულად შეიწყალოთ ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც ომის პერიოდში ძლიერი პრემიერ-მინისტრი იყო და ახლა ისრაელს მშვიდობის დროს უძღვება“, – წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე სასამართლო პროცესი 2020 წლიდან მიმდინარეობს. ნეთანიაჰუს ბრალად ქრთამის აღება, თაღლითობა და ნდობის ბოროტად გამოყენება ედება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ თვლის

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay