იგლ ჰილს საქართველოს“ პროექტი ის შემთხვევაა, როდესაც მთავრობამ პირველ ადგილზე სახელმწიფო ინტერესი დააყენა. ხელშეკრულებით სახელმწიფოს არცერთ ეტაპზე და არცერთ პუნქტში არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება, არ გაუცია ფინანსური გარანტია, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა, სახელმწიფოს არ გაუცია განსხვავებული ან საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის, ან უშუალოდ ამ პროექტისთვის. ამასთანავე, მივიღეთ უპრეცედენტო შესაძლებლობა, სახელმწიფო გახდა თანაპარტნიორი საერთო საწარმოში, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო თბილისსა და გონიოში მდებარე მიწების თანამესაკუთრეა. ვხედავთ მიზანმიმართულ ტყუილებს და მცდელობას, მიგრაცია დაკავშირებული იყოს ინვესტიციასთან. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში არსებობს მიგრაციის კანონი. მეტიც, ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია მკაცრი პოლიტიკით უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით. ამდენად Eagle Hills-ის მასშტაბური ინვესტიციის ფარგლებში რისკი უკანონო მიგრაციის მიმართულებით ნულოვანია”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის – $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების, ორ პროექტი განხორციელდება