სამშაბათი, ივნისი 9, 2026
Home მსოფლიო გვჯერა, რომ ევროკავშირი, რეგიონული ერთობლიობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, სრულყოფილი ვერ იქნება თურქეთის გარეშე და ევროკავშირის გარეშე რეგიონში თურქეთს ვერ ექნება საკმარისი მხარდაჭერა – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

გვჯერა, რომ ევროკავშირი, რეგიონული ერთობლიობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, სრულყოფილი ვერ იქნება თურქეთის გარეშე და ევროკავშირის გარეშე რეგიონში თურქეთს ვერ ექნება საკმარისი მხარდაჭერა – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

by admin

თურქეთის გარეშე ევროკავშირი საკმარისად ეფექტური არ იქნება არსებულ საერთაშორისო კონიუნქტურაში და ევროკავშირის გარეშე თურქეთს რეგიონში საკმარისი მხარდაჭერა არ ექნება – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ჰელსინკიში ფინელ კოლეგასთან, ელინა ვალტონენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ევროპული ქვეყნები, გავერთიანდეთ ევროპული გეოგრაფიის ფარგლებში, რათა ერთობლივად გავუმკლავდეთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი, რეგიონული ერთობლიობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, სრულყოფილი ვერ იქნება თურქეთის გარეშე, განსაკუთრებით ახალ კონოუნქტურაში და ევროკავშირის გარეშე რეგიონში თურქეთს  ვერ ექნება საკმარისი მხარდაჭერა. ამიტომ, ევროკავშირმა და თურქეთმა რაც შეიძლება სწრაფად წინ უნდა წაწიონ მიმდინარე ინტეგრაციის პროცესი”, – განაცხადა ჰაკანმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay