ვიდრე თეთრ სახლში ვარ, აშშ არავითარ შემთხვევაში არ გახდება კომუნისტური. ჩვენ შევაჩერებთ ამ სისულელეს, – ამის შესახებ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ამერიკელების წინაშე არსებული არჩევანი ნათელია. ჩვენ არჩევანი კომუნიზმსა და საღ აზრს შორის გვაქვს”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ნიუ იორკის მერის არჩევნებში 34 წლის დემოკრატმა, ზოჰრან მამდანიმ გაიმარჯვა. მან ხმების 50.4% მიიღო. ზოჰრან მამდანი, თავს სოციალისტსაც უწოდებს. მისი მთავარი კონკურენტი ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი ენდრიუ კუომო იყო, რომელმაც მამდანისთან დემოკრატების ნომინაცია წააგო და საბოლოოდ დამოუკიდებელ კანდიდატად იყარა კენჭი.
ცნობისთვის, ზოჰრან მამდანი უგანდაში დაიბადა. ოჯახი ნიუ-იორკში დასახლდა, როცა ზოჰრან მამდანი შვიდი წლის იყო. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბოუდინ-კოლეჯში, რომელიც მენის შტატში მდებარეობს. ზოჰრან მამდანის მამა ინდოეთში დაბადებული უგანდელია, დედა – ინდოელი