სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
Home ეკონომიკა ჩინეთი ამერიკული ენერგორესურსების შეძენას დაიწყებს – ტრამპი

ჩინეთი ამერიკული ენერგორესურსების შეძენას დაიწყებს – ტრამპი

by admin

ჩინეთი ამერიკული ენერგორესურსების შეძენას დაიწყებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.”

“ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ნამდვილად შესანიშნავი შეხვედრა მქონდა. ჩვენ ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ხოლო ზოგიერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტასთან ძალიან ახლოს ვართ. ასევე, ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრეზიდენტი სის მიერ გაცემული ნებართვით, ჩინეთი დიდი რაოდენობით სოიოსა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენას დაიწყებს. ჩინეთი დათანხმდა, რომ იშვიათი მინერალების, მაგნიტებისა და სხვა პროდუქტების შემოტანას ღიად და თავისუფლად გააგრძელებს. ასევე, ჩინეთმა განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყანაში ფენტანილის შემოდინების შესაჩერებლად ჩვენთან ერთად იმუშავებს”, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, “ჩინეთი დათანხმდა, რომ ამერიკული ენერგორესურსების შეძენის პროცესს დაიწყებს”.

“შესაძლოა, ალასკადან ნავთობისა და გაზის შეძენის შესახებ მასშტაბური შეთანხმება მოხდეს. ჩვენი გუნდები მსგავსი შეთანხმების შემუშავების შესახებ შეხვედრას გამართავენ. დღეს მიღწეული შეთანხმებები მილიონობით ამერიკელს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას მოუტანს”, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay