შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება პარტიების აკრძალვაზე, მაქსიმუმ ორშაბათს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანილი იქნება – კობახიძე

პარტიების აკრძალვაზე, მაქსიმუმ ორშაბათს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანილი იქნება – კობახიძე

by admin

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ხვალ, ან ორშაბათს შევა – აღნიშნულის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ალბათ ხვალვე, არ ვიცი. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტარებს შეაქვთ სარჩელი. ან ხვალ, ან მაქსიმუმ ორშაბათს უკვე სარჩელი შეტანილი იქნება სასამართლოში,” – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა 16 ოქტომბერს, დაუჭირა მხარი საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay