საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან თავისი წინამორბედი, ნიკოლა სარკოზი, დაპატიმრებამდე ერთი დღით ადრე, ელისეის სასახლეში მიიწვია.
ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საფრანგეთის სასამართლოს დამოუკიდებლობის დარღვევას არ ნიშნავს.
ხოლო იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა, რომელიც 2014 წელს სარკოზის სპიკერად მუშაობდა, თქვა, რომ სარკოზის შეხვდა და “მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით” ციხეშიც ეწვევა.
ცნობისთვის, სასამართლომ სარკოზის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კრიმინალური შეთქმულებისთვის მას შემდეგ, რაც 2007 წელს, პირველი საპრეზიდენტო კამპანიისთვის მზადებისას, მან საკუთარ მოკავშირეებს ნება დართო, ლიბიაში მოამარ კადაფის რეჟიმისგან ფინანსური მხარდაჭერა მოეძიათ.
საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ სასჯელის მოხდას 22 ოქტომბერს დაიწყებს