შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა ლოჯისტიკურად რთული იქნება, თუმცა შესაძლებელი რომ იყოს, იმ მილიონ 107 ათას ამომრჩეველს დავაყენებდით ქალბატონი კოსის სახლთან და მოესმინა მათი ხმისთვის – პაპუაშვილი

ლოჯისტიკურად რთული იქნება, თუმცა შესაძლებელი რომ იყოს, იმ მილიონ 107 ათას ამომრჩეველს დავაყენებდით ქალბატონი კოსის სახლთან და მოესმინა მათი ხმისთვის – პაპუაშვილი

by admin

ლოჯისტიკურად რთული იქნება, თუმცა შესაძლებელი რომ იყოს, იმ მილიონ 107 ათას ამომრჩეველს დავაყენებდით ქალბატონი კოსის სახლთან და მოესმინა მათი ხმისთვის,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკომისარს გაფართოების საკითხებში მარტა კოსს, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული.

“როგორც ჩანს, ქალბატონი კოსი სელექციურად უდგება საქართველოს, მისთვის ქართველი ხალხი თუ არიან მხოლოდ ის ხალხი, ვისაც ისინი ფულს უხდიან, ეს ძალიან მძიმე ყოფილა. დღემდე ქალბატონ კოსს არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, მათ შორის, იმ ხალხის მხრიდან, რომლებსაც აფინანსებს ევროკავშირი. მანამ, სანამ ქალბატონი კოსი და სხვა ბიუროკრატები ბრიუსელიდან არ დაგმობენ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს, მანამ, სანამ არ გაემიჯნებიან ძალადობრივ შტურმს, მანამ, სანამ არ შეწყვეტენ ამ მოძალადეების დაფინანსებასა და თავზე ხელის გადასმას, მანამდე, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები მხოლოდ ფარისევლობაა და სხვა არაფერი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay