შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება მიუნხენის აეროპორტი დრონების დაფიქსირების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო დროებით დაიხურა

მიუნხენის აეროპორტი დრონების დაფიქსირების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო დროებით დაიხურა

by admin

გერმანიის მიუნხენის აეროპორტი დრონების დაფიქსირების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო დროებით დაიხურა, – ინფორმაციას Associated Press-ი ფედერალურ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფედერალური პოლიციის ცნობით, გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი შაბათს ღამით დაიხურა და მოგვიანებით გაიხსნა. დღეს დილიდან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

ფედერალური პოლიციისა და აეროპორტის ცნობით, რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა და აეროპორტის თანამშრომლებმა, დრონების სავარაუდო დაფიქსირების შესახებ განაცხადა.

აეროპორტის ცნობით, ფრენებსა და მგზავრებზე გავლენა უმნიშვნელო იყო. სამი რეისი გადამისამართდა – რომელთაგან ორი მოგვიანებით მიუნხენში დაეშვა – და ერთი გამგზავრება გაუქმდა.

ფედერალურმა პოლიციამ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე დრონები ან საეჭვო ადამიანები ვერ აღმოაჩინეს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay