უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ბუდაპეშტი დღეს ევროპაში ერთადერთი შესაფერისი ადგილია რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სამშვიდობო სამიტისთვის:
“ბუდაპეშტი არსებითად ერთადერთი ადგილია ევროპაში დღეს, სადაც ასეთი შეხვედრის ჩატარებაა შესაძლებელი. ევროპის პოლიტიკურ რუკაზე ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თანმიმდევრულად და ღიად დგას მშვიდობის მხარეს.
პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის პროდუქტიული დიალოგის შემდეგ, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა ერთი კვირის განმავლობაში იგეგმება, რაც პოტენციურად გზას გაუხსნის ორი ლიდერის ბუდაპეშტში შეხვედრას. პრეზიდენტმა გუშინ მითხრა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დღის წესრიგშია. თუ ყველაფერი კარგად წავა, ისინი, შესაძლოა, ორ კვირაში ბუდაპეშტში იყვნენ. თავიდანვე ვამბობდით, რომ ომი ცუდი რამ არის, მაგრამ ეს არ არის დიპლომატიური არხების დახურვის მიზეზი. დიპლომატიის გარეშე მშვიდობა არასდროს იქნება. ევროკავშირი მშვიდობის პროცესისგან განზე არ უნდა გადგეს. ამერიკის პრეზიდენტის მსგავსად, ჩვენ უნდა ვესაუბროთ რუსებს”.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. მისი ინფორმაციით, შეხვედრა უნგრეთში გაიმართება