კვირა, ივნისი 7, 2026
Home საზოგადოება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

by admin

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე  ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს მიმართავს.

“პრემიერ-მინისტრო კობახიძევ,

საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთო-ს ყველა მონაწილე სახელმწიფოს. იმისთვის, რომ ხალხმა შეძლოს ამ უფლებით სარგებლობა, მათ სჭირდებათ სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები პოლიტიკური ალტერნატივების არჩევის შესაძლებლობით.

ჰელსინკის დასკვნითი აქტი (1975):

[ხელმომწერი სახელმწიფოები] იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ და წაახალისონ ყველა ინდივიდისთვის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური განხორციელება.

ისინი ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლებები ადამიანის განუყოფელი ღირსებიდან გამომდინარეობს და აუცილებელია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებისთვის.

ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე და აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით, მე გიწვევთ თქვენ, პრემიერ-მინისტრო კობახიძე, ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ პრესას და დააკვირდეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას.

P.S. ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენი შეხვედრა თბილისში გადატვირთული გრაფიკის გამო გავაუქმე”, – წერს ელინა ვალტონენი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay