შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა ისრაელელი მძევლების დაბრუნება შვების მომენტია მთელი მსოფლიოსთვის – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ისრაელელი მძევლების დაბრუნება შვების მომენტია მთელი მსოფლიოსთვის – ურსულა ფონ დერ ლაიენი

by admin

ისრაელელი მძევლების დაბრუნება ნამდვილი სიხარულის მომენტია ოჯახებისთვის და შვების მომენტი მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

“ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ახალი ფურცლის გადაშლა. შეიძლება ახალი თავის დაწყება. ევროპა სრულად უჭერს მხარს შეერთებული შტატების, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას. მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ მის წარმატებაში ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით. კერძოდ, მმართველობისა და პალესტინის ხელისუფლების რეფორმის მხარდაჭერის უზრუნველყოფით. ჩვენ ვიქნებით აქტიური ძალა პალესტინის დონორთა ჯგუფში. ასევე, ჩვენ გამოვყოფთ ევროკავშირის დაფინანსებას ღაზას რეკონსტრუქციისთვის”, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay