შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება გათავისუფლებული მძევლები ბემიანიმ ნეთანიაჰუს წერილს მიიღებენ

გათავისუფლებული მძევლები ბემიანიმ ნეთანიაჰუს წერილს მიიღებენ

by admin

ახლად გათავისუფლებულ მძევლებს ისრაელში დაბრუნების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და მისი მეუღლის, სარა ნეთანიაჰუს ხელნაწერ წერილებს გადასცემენ.

„მთელი ისრაელის ხალხის სახელით, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! გელოდებოდით, გულში გიკრავთ. სარა და ბენიამინ ნეთანიაჰუ“, – აღნიშნულია წერილში.

გათავისუფლებულ მძევლებს ასევე გადასცემენ ტანსაცმელს, ლეპტოპებს, მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტებს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები ღაზას სექტორის ჩრდილოეთით შეხვედრის ადგილისკენ მიემართებიან, სადაც რამდენიმე მძევალს გადასცემენ.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, ღაზას სექტორიდან ისრაელელი მძევლების გადაყვანა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით განხორციელდება.

პალესტინის საინფორმაციო სააგენტო „შაჰაბმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ გამოაქვეყნა 20 მძევლის სია, რომელთა გათავისუფლებაც იგეგმება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay