83
პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ვესაუბრე, თუ როგორ უჭერს მხარს ევროპის საბჭო ქართველი ხალხის დემოკრატიულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
“ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისადმი ერთგულება მაღალია, და ასევე მაღალია მოლოდინები საქართველოსგან, ისევე როგორც ყოველი წევრი სახელმწიფოსგან. საქართველოსთან ჩვენი დიალოგი არსებითი მნიშვნელობისაა. კოპენჰაგენში “ევროპულ პოლიტიკურ გაერთიანებაზე” პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ვესაუბრე, თუ როგორ უჭერს მხარს ევროპის საბჭო ქართველი ხალხის დემოკრატიულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას”