კვირა, აგვისტო 23, 2026
Home პოლიტიკა მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ სამ წელიწადში მოლდოვა ევროკავშირის წევრი გახდება – რუმინეთის პრეზიდენტი

მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ სამ წელიწადში მოლდოვა ევროკავშირის წევრი გახდება – რუმინეთის პრეზიდენტი

by admin

მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ სამ წელიწადში მოლდოვა ევროკავშირის წევრი გახდება.  ამას ხელს უწყობს როგორც კიშინიოვში შიდა პოლიტიკური ნების შენარჩუნება, ასევე მოლდოვის სწრაფი ინტეგრაციით დაინტერესებული ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა:

რუმინეთის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს, მიიჩნევს თუ არა, რომ მოლდოვა მზადაა მომდევნო წლებში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

“მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ სამ წელიწადში მოლდოვა ევროკავშირის წევრი გახდება. რადგან, მიუხედავად ყველა სირთულისა, რომელსაც ქვეყანა განიცდის, ხელმძღვანელობა და მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერენ ევროპულ გზას.

ამ [საარჩევნო] ციკლში, რომელიც გულისხმობს პრეზიდენტისა და პარლამენტის მუშაობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მოლდოვა ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. და, მეორე მხრივ, ევროკავშირში ერთსულოვნებაა, რომ მოლდოვა შეუერთდება მას, თუ პირობებს დააკმაყოფილებს”, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay