კვირა, აგვისტო 23, 2026
Home პოლიტიკა ვფიქრობ, პუტინი გულის სიღრმეში ხვდება, რომ ომში გამარჯვება არ შეუძლია – კიტ კელოგი

ვფიქრობ, პუტინი გულის სიღრმეში ხვდება, რომ ომში გამარჯვება არ შეუძლია – კიტ კელოგი

by admin

აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გულის სიღრმეში ხვდება, რომ ამ ომში ვერ გაიმარჯვებს. ამისშესახებ იუწყება Guardian

“ვფიქრობ, რომ ალბათ გულის სიღრმეში ის [პუტინი] ხვდება, რომ ამ ომში გამარჯვება არ შეუძლია. მისთვის ეს არის ბრძოლა, რომლის მოგებაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია. ეს არ მოხდება. თუ პუტინის სამხედრო ძალებს დააკვირდებით, დაინახავთ რომ დიდი ნაწილი განადგურებულია. ტანკები მუზეუმებიდან გამოჰყავს. პრობლემა მას აქვს და არა დასავლეთს. სამხედრო თვალსაზრისით, მე ვიტყოდი, რომ ზოგჯერ ასეთ სიტუაციებზე რეაგირებისთვის აუცილებელია ე.წ. რისკის დონის გაზრდა. კარგ მაგალითს მოგიყვანთ. რამდენიმე წლის წინ, 2015 წელს, რუსები თურქეთის საჰაერო სივრცე შეიჭრნენ. რა ქნეს თურქებმა? მათ ის ჩამოაგდეს”, – განაცხადა კიტ კელოგმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay