კვირა, აგვისტო 23, 2026
Home პოლიტიკა დღეს არსებობს შიში, რომ უკანასკნელი ოპოზიციური არხების გაჩუმება მოხდება – დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საერთო მტრის წინააღმდეგ საერთო ბრძოლას წარმოადგენს – ზურაბიშვილი

დღეს არსებობს შიში, რომ უკანასკნელი ოპოზიციური არხების გაჩუმება მოხდება – დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საერთო მტრის წინააღმდეგ საერთო ბრძოლას წარმოადგენს – ზურაბიშვილი

by admin

“დეზინფორმაციის კამპანიებისა და ტექნოლოგიური საშუალებების წინააღმდეგ ინფორმაცია მუშაობს. ასევე, მუშაობს სოციალური ქსელები, რადგან რეგულარული კომუნიკაციის არხები პირდაპირ სამიზნედ იქცა. დღეს არსებობს იმის შიში, რომ უკანასკნელი ოპოზიციური არხების გაჩუმება მოხდება. პირველი სამიზნეები რეგიონული ჟურნალისტები იყვნენ. მზია ამაღლობელი, ქალი ჟურნალისტი, რომელიც დაკავებულია. პოლიციელმა მას სახეში შეაფურთხა და მან სილა გააწნა. მან 8 თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა, ხოლო შემდეგ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მამაცი ჟურნალისტია, რეგიონში, სადაც მსგავსი ჟურნალისტები გვჭირდება, რათა ინფორმაციული ბრძოლები მოვიგოთ. ჩვენ ინფორმაციულ ბრძოლებში ნამდვილად ვერ ვიმარჯვებთ, რადგან ყველა რესურსი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოფიციალური არხები მიზანშია ამოღებული. ამიტომ, სოციალური ქსელების, მათ შორის TikTok-ის გამოყენება გვიწევს. ამ ბრძოლაში მარტო ვერ გავიმარჯებთ. ეს საერთო ბრძოლაა. მხოლოდ ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ რეალურად დეზინფორმაციის წინააღმდეგ სტრატეგიები შეიმუშაონ, რადგან რუსეთი ამ სტრატეგიებით დიდი ხანია იბრძვის. ამ ყველაფერს წინ საბჭოთა პროპაგანდა უძღოდა, ხოლო არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინი არა სამხედრო ლიდერი, არამედ „კაგებეს“ ლიდერია. მასთან გამკლავების მიზნით, საჭიროა ბრძოლის საშუალებების გაზიარება. ეს საერთო ბრძოლაა საერთო მტრის წინააღმდეგ” – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay