“თუ ვინმე გადავა ძალადობაზე, თქვენ ნახეთ, რომ 2-დან 5-წლამდე მოუწიათ ციხეში ჩაჯდომა იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციელების წინააღმდეგ ძალადობდნენ, სახელმწიფო სისტემისა და პარლამენტის შენობის წინააღმდეგ ძალადობდნენ. ანალოგიურად, შეეფარდება ყველა მოძალადეს კანონის შესაბამისი მუხლი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ სიფრთხილისა და ყურადღებისკენ. ყველა იყოს ფრთხილად, როცა საქმე ეხება ძალადობას და კანონის დარღვევას. ამ მუშაობის მიზანია საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისება, თუმცა ყველას მინდა დავპირდე, რომ როგორც გასული 13 წლის განმავლობაში იყო წარუმატებელი რევოლუციური მცდელობები, ასევე იქნება წარუმატებელი წელსაც და მომდევნო წლების განმავლობაშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში წარმატებით განახორციელოს რაიმე რევოლუციური ჩანაფიქრი”
პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორი შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, მაგრამ ვიქნებით ყურადღებით – კობახიძე
90
previous post