108
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში მივიდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დახვდა. შეხვედრაზე დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ომის დასრულებისა და სამშვიდობო შეთანხმების საკითხებს განიხილავენ.
ცნობისთვის, გუშინ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახლო აღმოსავლეთში “დიდების მისაღწევად” რეალური შანსი არსებობს.
“ყველანი მზად ვართ რაღაც განსაკუთრებულისთვის. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ!!!”, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი