97
ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ამოცანა – ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, – ამის შესახებ საქართველოს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ამოცანა – ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრაც ამაში თავის წვლილს შეიტანს. ჩვენ სრული მზაობა გვაქვს ამისთვის. დანარჩენი, დაველოდებით ამერიკელების პოზიციას”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ