ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
Home მსოფლიო ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინის ტერიტორიაზე უნგრული სამხედრო დრონი იყო, რეალობას არ შეესაბამება – უნგრეთის თავდაცვის სამინისტრო

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინის ტერიტორიაზე უნგრული სამხედრო დრონი იყო, რეალობას არ შეესაბამება – უნგრეთის თავდაცვის სამინისტრო

by admin

უნგრეთის არმიას არ განუხორციელებია და არ მიუღია ბრძანება უნგრეთ-უკრაინის საზღვარზე დრონის გაშვებაზე, – ამის შესახებ განცხადებას უნგრეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“უნგრეთია არმიას არ განუხორციელებია და ბრძანება არ მიუღია თითქოსდა დრონის გაშვებაზე უნგრეთ-უკრაინის საზღვარზე, რის შესახებაც მედია ავრცელებდა ინფორმაციას. ასევე არ მიგვიღია ინფორმაცია ასეთი შემთხვევის შესახებ უკრაინული მხარისგან, იმის მიუხედავად, რომ მათთან მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით. წვრთნების შესახებ მუდმივად ინფორმაციას იღებენ არა მხოლოდ ჩვენი, ნატოს მოკავშირეები, არამედ უკრაინული მხარეც”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 26 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ მას უკრაინა-უნგრეთის საზღვარზე დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე მიაწოდა ინფორმაცია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay