კვირა, აგვისტო 16, 2026
Home საზოგადოება ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – თავად ითხოვა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა, სადაც „გრანტების შესახებ“ კანონიდან გათავისუფლება ითხოვა – მიიღო პასუხი, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად იმოქმედებს

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – თავად ითხოვა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა, სადაც „გრანტების შესახებ“ კანონიდან გათავისუფლება ითხოვა – მიიღო პასუხი, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად იმოქმედებს

by admin

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მთავრობის ადმინისტრაციისგან “გრანტების შესახებ“ კანონის მოქმედებიდან გათავისუფლებას ითხოვდა.

“ბატონი ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. მანამდე თავად ითხოვა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა, სადაც „გრანტების შესახებ“ კანონიდან გათავისუფლება ითხოვა, თუმცა მიიღო პასუხი, რომ კანონი ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის, მათ შორის გერმანიის საელჩოსთვის თანაბრად იმოქმედებს”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” ინიციატივით მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვით, უცხოელ დონორებს ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის თანხების გაცემამდე მთავრობისგან თანხმობის მიღებას ავალდებულებს. “გრანტების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გრანტის მიმღებისთვის გრანტის გაცემა საჭიროებს მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay