შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა სამმა რუსულმა გამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია – ესტონეთის საგარეო უწყება

სამმა რუსულმა გამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია – ესტონეთის საგარეო უწყება

by admin

19 სექტემბერს, სამმა რუსულმა MiG-31 ტიპის გამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გამანადგურებლების ესტონეთის საჰაერო სივრცეში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

“რუსეთმა წელს უკვე ოთხჯერ დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, რაც თავისთავად მიუღებელია. მაგრამ დღევანდელი შემოჭრა, რომლის დროსაც სამი გამანადგურებელი შემოვიდა ჩვენს საჰაერო სივრცეში, უპრეცედენტოდ თავხედურია”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან აგრესიის გაძლიერებას უნდა მოჰყვეს მოსკოვზე პოლიტიკური და ეკონომიკურ ზეწოლის სწრაფი ზრდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay