91
ირაკლი კობახიძე “არასერიოზულს“ უწოდებს პაატა ბურჭულაძის განცხადებას 4 ოქტომბერს ხელისუფლების გადაბარებისა და მშვიდობიანი დამხობის შესახებ.
“თქვენ ძალიან კარგად იცით, რამდენად სერიოზულად შეიძლება აღიქვას ადამიანმა პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი. აქედან გამომდინარე, ეს არის არასერიოზული ხალხის, არასერიოზული განცხადება”,- აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, “რუსთაველის გამზირის” ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს 20:00 საათზე ხელისუფლება უნდა გადაიბაროს. ამასთან ბურჭულაძემ “ქართულ ოცნებას” მოუწოდა, რომ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გამოსულ ხალხს მისცენ საშუალება, “მშვიდობიანად დაამხონ”