იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროსეტოს განცხადებით, ქვეყანა რუსეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის მხრიდან პოტენციური თავდასხმისთვის მზად არ არის.
“ჩვენ არ ვართ მზად რუსეთის ან სხვა ქვეყნის მხრიდან თავდასხმისთვის, ამას დიდი ხანია ვამბობ. მიმაჩნია, ჩვენი ამოცანაა ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენოთ, რომ მას თავდაცვის საშუალება ჰქონდეს, თუ რომელიმე გიჟი გადაწყვეტს ჩვენზე თავდასხმას: მე პუტინზე არ ვსაუბრობ, მე ნებისმიერზე ვსაუბრობ. იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ყველაზე მეტი წვლილს შეაქვთ აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-ს თავდაცვაში”, – აღნიშნა იტალიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
უკრაინაზე საუბრისას, კროსეტომ იმედი გამოთქვა, რომ “საერთაშორისო საზოგადოება დააჩქარებს მოქმედებას მომდევნო კვირებში, რადგან ჩვენ დრო აღარ გვაქვს”