86
გახსოვთ 100 წლის წინ, როგორები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები. ასეთ პროცესებთან გვაქვს საქმე, ასეთი ჯიშის ადამიანების გამოყვანა უნდათ საქართველოში. თქვენ იცით, თავის დროზე ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ზუსტად ასეთ პროცესებს უპირისპირდებოდა. რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ასეთი პროცესებისგან. როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ არის ჩართული ასეთ პროცესებში, ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო.ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება რა თქმა უნდა, საქართველოში ევროკავშირის იმიჯზე და ეს ძალიან შემაშფოთებელი მოვლენაა, რასაც ყველანი წინ უნდა აღვუდგეთ, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ