სამშაბათი, ივნისი 9, 2026
Home საზოგადოება კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით, ელენე ხოშტარია დააკავეს

კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით, ელენე ხოშტარია დააკავეს

by admin

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. შსს მას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავება.

უწყების განცხადებით, ელენე ხოშტარია სსკ-ის 187-ე მუხლით დააკავეს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მუხლი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

“გამოძიების მასალების მიხედვით ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერები დააზიანა” – წერს უწყება განცხადებაში.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს პარტიაშიც. მათი თქმით, “რეჟიმის უსწრაფესად დასრულებისთვის” ყველაფერს გააკეთებენ და დაკავებები ამას ხელს ვერ შეუშლის და ახლა ყოველი დღე მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრი ადამიანი უნდა იყოს ქუჩაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay