აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო იერუსალიმში ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
რუბიოს თქმით, ისრაელის პრემიერმინისტრთან მთავარი განსახილველი თემაა ღაზაში მიმდინარე მოვლენები და ისრაელის სამოქმედო გეგმა, მას შემდეგ, რაც ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა დოჰაზე, ჰამასის მაღალჩინოსნის ადგილსამყოფელზე იერიში მიიტანა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა უსაფრთხოების სამსახურ შინ ბეთთან თანამშრომლობით, ჰამასის ლიდერებზე საჰაერო იერიშები 9 სექტემბერს მიიტანეს. იერიშების სამიზნე კატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარეობდა.
“მეთაურთა წევრები, რომლებსაც დავარტყით, ტერორისტული ორგანიზაციის აქტივობებს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ და პირდაპირ იყვნენ პასუხისმგებლები 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტასა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის გაჩაღებაზე.” – ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის შემდეგ რუბიო მომდევნო ვიზიტით კატარში ჩავა