შაბათი, ივნისი 13, 2026
Home საზოგადოება ფეთქებადი ნივთიერების საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ფეთქებადი ნივთიერების საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

by admin

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 3 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩანიშნა.

სუს-მა უკრანელი მოქალაქეების დაკავების შესახებ ცნობა გუშინ გაავრცელა.

უწყების განცხადებით, საქართველოში შემოსულ მანქანაში იპოვეს “წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება “ჰექსოგენი”.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და გადაზიდვას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, “დაკავებულებს ბრალად 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაც წარედგინებათ მათი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay