შაბათი, ივნისი 13, 2026
Home საზოგადოება სახალხო დამცველმა ქალი პატიმრები, მათ შორის მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი მოინახულა

სახალხო დამცველმა ქალი პატიმრები, მათ შორის მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი მოინახულა

by admin

12 სექტემბერს, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი N5 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა და ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეხვდა.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, იოსელიანმა ქალი პატიმრებისგან მათი განთავსების პირობების და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სახალხო დამცველი ასევე შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას და ციხის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

“ნინო დათაშვილს ეცნობა, რომ მისი ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემის შესახებ 2025 წლის 10 სექტემბერს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართა. აპარატი მისი უფლებების დაცვაზე აქტიურ ზედამხედველობას მომავალშიც გააგრძელებს”, – აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay