შაბათი, ივნისი 13, 2026
Home საზოგადოება პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

by admin

დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინის დედაქალაქს ეწვია და განაცხადა, რომ მზადაა „ყველაფერი გააკეთოს“, რათა დაჭრილი ჯარისკაცებs გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს.  ამის შესახებ The Guardian იუწყება.

უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის დროს, ის და მისი Invictus Games Foundation-ის გუნდი აპირებენ დაჭრილების რეაბილიტაციის მხარდასაჭერად ახალი ინიციატივების დეტალურად განხილვას, საბოლოო მიზნით კი დახმარების გაწევას ქვეყნის ყველა რეგიონში.

“ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ამ ომში ჩართული ადამიანების და იმის ჰუმანიზაცია, რასაც ისინი განიცდიან. ეს ხალხი მუდამ ყურადღების ცენტრში უნდა გვყავდეს. ვიმედოვნებ, რომ ეს მოგზაურობა ხალხს ამის გაცნობიერებაში დაეხმარება, რადგან ძალიან ადვილია, რომ დაკარო მგრძნობიარე დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენების მიმართ”, – განაცხადა პრინცმა ჰარიმ.

პრინცმა განაცხადა, რომ კიევში ის პირველად ლვოვში მდებარე  Superhumans ცენტრის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ოლგა რუდნევამ მიიწვია, რომელიც ამპუტირებული კიდურების მქონე დაჭრილებს მკურნალობს.

მოგზაურობის დროს პრინცი მეორე მსოფლიო ომში უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმს ეწვევა.

მოსალოდნელია, რომ ის დროს გაატარებს 200 ვეტერანთან, რომლებიც ასევე მოწვეულნი არიან. ის ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს.

მისი თქმით, კიევში მოგზაურობა მას ვეტერანებთან საუბრისა და უკრაინისთვის რუსეთის მიერ მიყენებული ზიანის საკუთარი თვალით ნახვის შესაძლებლობას მისცემს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay