ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home საზოგადოება ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

by admin

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს.

შესაბამის კადრებს „ფორმულას“ დირექტორი მიშა მშვილდაძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ხაბეიშვილის დაპატიმრება ტელეკომპანია „ფორმულასთან“ მოხდა.

“მეგობრებო, უნდა გესმოდეთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მდინარაძეს რა დავალებაც ჰქონდა, ასრულებს. არაფრის შეგეშინდეთ, იმიტომ, რომ ძალა არის ქართველ ხალხში. ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის, მე ამის მოლოდინი მქონდა და ისინი აპირებენ დამაკავონ. მაკავებენ იმიტომ, რომ თურმე ერთ ადამიანს, ხაბეიშვილს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება. თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი, თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ეს რეჟიმი”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay