შაბათი, ივნისი 6, 2026
Home მსოფლიო ისრაელმა კატარში ჰამასის ლიდერებზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელმა კატარში ჰამასის ლიდერებზე საჰაერო იერიში მიიტანა

by admin

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) აცხადებენ, რომ, უსაფრთხოების სამსახურ შინ ბეთთან თანამშრომლობით, ჰამასის ლიდერებზე საჰაერო იერიშები მიიტანეს. იერიშების სამიზნე კატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარეობდა.

“მეთაურთა წევრები, რომლებსაც დავარტყით, ტერორისტული ორგანიზაციის აქტივობებს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ და პირდაპირ იყვნენ პასუხისმგებლები 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტასა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის გაჩაღებაზე.” – ნათქვამია განცხადებაში.

IDF-ის განცხადებაში კატარი პირდაპირ ნახსენები არ ყოფილა, თუმცა ის მალევე გავრცელდა დოჰაში აფეთქებების ცნობის გავრცელების შემდეგ.  IDF-ში ამბობენ, რომ მიიღეს ზომები მშვიდობიანი მოქალაქეების დაზიანებისგან თავის ასარიდებლად, რა მიზნითაც მაღალი სიზუსტის იარაღები და სადაზვერვო ინფორმაცია გამოიყენეს.

ისრაელის მე-12 არხთან საუბარში მაღალჩინოსანმა თქვა, რომ იერიშისთვის აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანხმობა არსებობდა.

ისრაელის მედიის ცნობით, კატარში ჩატარებული ოპერაციის სახელი “განკითხვის დღეა”.

ცნობების მიხედვით, სამიზნეებს შორის იყო ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი, ხალედ მაშაალი, რომლის მკვლელობა ისრაელმა ჯერ კიდევ 1997 წელს ცადა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay