შაბათი, ივნისი 13, 2026
Home საზოგადოება აშშ-ის საელჩო თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

by admin

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ახალი ატაშეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ახალი უფროსისა და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის შეხვედრაზე აშშ-საქართველოს შორის სამხედრო პარტნიორობის საკითხი განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„3 სექტემბერს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს წარუდგინა ახლად ჩამოსული თავდაცვის ატაშე – პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი – ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ენდრიუ ანდერვუდი.

შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay