83
აქციების დროს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.
“ნებისმიერ გადაწყვეტილებას სიმშვიდით შეხვდით. მთავარი კითხვაა, რატომ ვარ დაჭერილი უკანონოდ 9 თვეა. ეს საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილია. დღესაც ცოცხლად რომ დამმარხოთ, უკან არცერთი ნაბიჯით არ დავიხევ. მე დაბადებული ვარ იდეისთვის, თავისუფლებისთვის.
მომავალ თაობას რა მაგალითს აძლევს პროკურატურა? პროკურორი, რომელიც საქმეს კერავს? მე არავისთან თავი არ მაქვს გასამართლებელი. მე რომ სამართლიან ქვეყანაში ვიყო, სასამართლოში 1 წუთს არ გავატარებდი, რადგან არაფერი დამიშავებია. ეს ბოროტების მანქანა კუდს იქნევს” – თქვა ნიკა კაციამ საბოლოო სიტყვაში