80
დეპუტატებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძის დანიშვნას მხარი დაუჭირეს. მომხრე იყო 85, მოწინააღმდეგე არცერთი.
კენჭისყრა საკითხის განხილვის გარეშე ჩატარდა. მანამდე მდინარაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოუსმინეს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მდინარაძეს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხდა და ახალ პოსტზე ისეთივე წარმატება უსურვა როგორი წარმატებული უმრავლესობის ლიდერიც იყო