კვირა, ივნისი 14, 2026
Home საზოგადოება ბრძოლა გაგრძელდება, სანამ ყველა უკანონო პატიმარი არ გათავისუფლდება – ლელო – ძლიერი საქართველო

ბრძოლა გაგრძელდება, სანამ ყველა უკანონო პატიმარი არ გათავისუფლდება – ლელო – ძლიერი საქართველო

by admin

“ივანიშვილის მსახურმა სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ დაგვანახა სისტემის მორჩილება რუსული რეჟიმის მიმართ და სინდისის პატიმრებს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა.

ძლიერი საქართველო – ლელოს წევრების, ვეფხია კასრაძის და ვასილ კაძელაშვილის საქმეზე სასამართლოს დღეს უკან დახევა მოუწია და ბრალის აბსურდულობის გამო იძულებული გახდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდება გადაეკვალიფიცირებინა, თუმცა 2 წლით და 6 თვით ისინი მაინც პატიმრობაში გაუშვა.

დღეს გამოცხადებული განაჩენით დადასტურდა, რომ არანაირ ჯგუფურ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და ის ბრალი რაც სასამართლომ დაადგინა, ასეთივე აბსურდულია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სინდისის პატიმრების მიმართ რეჟიმი პოლიტიკურ რეპრესიებს ახორციელებს.

ძლიერი საქართველო – ლელოს პოლიტიკური გუნდი აგრძელებს ბრძოლას სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად, მათ შორის, საერთაშორისო ველზე, რომ ეს რეჟიმი იყოს ბოლომდე არაღიარებული და დელეგიტიმირებული.

ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, სანამ ყველა უკანონო პატიმარი არ გათავისუფლდება და ეს რეჟიმი არ დასრულდება!

პირობას ვდებთ, რომ ვინც ამ უსამართლობაში მიიღო მონაწილეობა, ძალოვანი იქნება ის, თუ მოსამართლე, თავად მიეცემა სამართლებრივ პასუხისგებაში!” – ლელო – ძლიერი საქართველო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay