76
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ დღეს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება უკრაინის მოთხოვნით და რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული მასშტაბური საჰაერო თავდასხმების საპასუხოდ.
“ჩვენ მადლიერები ვართ ნატო-სა და ყველა მოკავშირის, რომლებიც განაგრძობენ უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერის გამოვლენას და მნიშვნელოვან სამშვიდობო ძალისხმევას. ომის გაჭიანურების შედეგად მოსკოვმა უფრო ძლიერი ზეწოლა უნდა იგრძნოს”, – აცხადებს სიბიგა