შაბათი, ოქტომბერი 24, 2026
Home საზოგადოება პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა, როგორც ჩანს, არ შედგება – ფრიდრიხ მერცი

პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა, როგორც ჩანს, არ შედგება – ფრიდრიხ მერცი

by admin

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა, სავარაუდოდ, არ შედგება, – „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ მერცმა საფრანგეთის ქალაქ ბეზანსონში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობები უკრაინაში მიმდინარე ომს განიხილავენ „იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ პუტინს შორის შეხვედრა, როგორც ჩანს, არ შედგება – ტრამპსა და პუტინს შორის გასულ კვირას ვაშინგტონში ყოფნისას მიღწეული შეთანხმების მიუხედავად“.

“ასეთ უპრეცედენტო თავდასხმას უნდა ვუპასუხოთ. როგორც ჩანს, პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა არ შედგება, პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს შორის გასულ კვირას მიღწეული შეთანხმების მიუხედავად. აშკარაა, რომ ეს არ მოხდება”, – აღნიშნა მერცმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay