105
სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, თუმცა რუსეთი მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებით კვლავ დაინტერესებულია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“რუსეთის შეიარაღებული ძალები თავიანთი ამოცანების შესრულებას აგრძელებენ. ისინი სამხედრო და სამხედრო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ობიექტებზე დარტყმებს განაგრძობენ. ამავე დროს, რუსეთი კვლავ დაინტერესებულია მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებით, რათა დასახული მიზნების პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მიღწევა მოხდეს”, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა