შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩქარობს სინდისის პატიმრებისთვის ნაჩქარევი განაჩენის გამოტანას, რუსული ტიპის “სამართლიანობა” – სალომე ზურაბიშვილი

პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩქარობს სინდისის პატიმრებისთვის ნაჩქარევი განაჩენის გამოტანას, რუსული ტიპის “სამართლიანობა” – სალომე ზურაბიშვილი

by admin

პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩქარობს სინდისის პატიმრებისთვის ნაჩქარევი განაჩენების გამოტანას პარალელური სასამართლო პროცესების სერიაში, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი მტკიცებით, მოსამართლეებს პოლიტიკურმა ლიდერებისგან დავალება საჯაროდ აქვთ მიცემული.

„არანაირი მტკიცებულება, არანაირი დამაჯერებელი ბრალდება და პოლიტიკურმა ლიდერებმა მოსამართლეებს საჯაროდ მისცეს დავალება. რუსული ტიპის „სამართლიანობა“! – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის პროცესს ესწრება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay