შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა თუ ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს არ შეხვდებიან, შეიძლება ამას რუსეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვეს – დონალდ ტრამპი

თუ ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს არ შეხვდებიან, შეიძლება ამას რუსეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვეს – დონალდ ტრამპი

by admin

თუ ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს არ შეხვდებიან, შეიძლება ამას რუსეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, ლი ჯე მიონთან შეხვედრისას განაცხადა.

კითხვაზე, თუ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა არ შედგება, შესაძლებელია თუ არა ამას რუსეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ “შეიძლება”.

“შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ვნახოთ რა მოხდება. შედეგები შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს, რადგან ეს ომი უნდა დასრულდეს. რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაში მონაწილეობა შეიძლება მივიღო, შეიძლება არა. ვნახოთ, მაგრამ მინდა, რომ მათ შორის არსებული უთანხმოებები თავად მოაგვარონ, რადგან საბოლოოდ ეს მათ შორის არის. ეს ომის ახალი ფორმაა, სასტიკი ომია, რომლის მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ასე რომ, ვნახოთ რა მოხდება მომდევნო ერთ ან ორ კვირაში”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay