კოალიციამ ლელო-ძლიერი საქართველო და პარტიამ გახარია-საქართველოსთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატები დაასახელეს. 25 კანდიდატიდან 12 ლელოს და 12 – გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელია – 1 კი ნეიტრალური.
გთავაზობთ ლელო-ძლიერი საქართველოსა და გახარია-საქართველოსთვის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებს:
მთაწმინდის რაიონი – ლანა გალდავა
კრწანისის ოლქი – თამარ ბოკოველი
ვაკის რაიონი/ტრადიციული ნაწილი – ვატო სურგულაძე
ზემო ვაკე/ნუცუბიძე – ზაზა თავაძე
საბურთალოს რაიონი:
კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანი – სალომე კობალაძე
ვეძისი, ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა – რამაზ მანდარია
დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი, სოფელი დიღომი – როინ ქოჩორაშვილი
ისნის რაიონი/ვაზისუბანი – გიორგი სიორიძე
ავლაბარი – სოფო ხორგუანი
სამგორის რაიონი:
ვარკეთილი – ნინო ქათამაძე
ნავთლუღი – ვიკა ფილფანი
ქვემო სამგორის ოლქი – გიგა კაცია
მე-3 მასივი და ზემო პლატო – გულიკო ზუმბაძე
ლილო/ორხევი – დაჯი კოვზირიძე
ნაძალადევის რაიონი:
ზღვისუბანი/თემქა – ეკა უდესიანი
ჩუღურეთის რაიონი – რუსუდან თევზაძე
დიდუბის რაიონი/წერეთელი – ბექა ბერიძიშვილი
დიღმის მასივი – გიორგი შარაშიძე
ნაძალადევის რაიონი – ნიკა ჩერქეზიშვილი
სანზონა – ქეთი თურაზაშვილი
გლდანის რაიონი:
ლუწ მიკრორაიონებში – კოკა კობალაძე
კენტ მიკრორაიონებში – ჯუბა ლოლაძე
ლოტკინი – ფიქრია გოგოლაძე
მუხიანი – გრიგოლ გეგელია
ავჭალა, ზაჰესი – გიორგი რეხვიაშვილი
ლელო ძლიერი საქართველოსა და გახარია საქართველოსთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე იქნება.