შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება კობახიძე – არის გამოწვევები, რაც უკავშირდება, მათ შორის, აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობებს – ასეთ პირობებში, ამ საკითხებზე ანალიტიკურ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და სწორედ, ეს მნიშვნელოვანი მისია ჩაბარდება ანრი ოხანაშვილს

კობახიძე – არის გამოწვევები, რაც უკავშირდება, მათ შორის, აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობებს – ასეთ პირობებში, ამ საკითხებზე ანალიტიკურ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და სწორედ, ეს მნიშვნელოვანი მისია ჩაბარდება ანრი ოხანაშვილს

by admin

სუს-ის ხელმძღვანელმა, ბატონმა ანრი ოხანაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა. მე მინდა, მას, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ ის მცირე დროით ახორციელებდა სამსახურის უფროსის მოვალეობას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა სამსახურში, რაშიც მას, პირადად, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და მადლობა ანრი ოხანაშვილს ყველა იმ საქმისთვის, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას.

ანრი ოხანაშვილი დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. როგორც მოგეხსენებათ, გამოწვევები საკმაოდ ბევრია ჩვენი ქვეყნის წინაშე, საკმაოდ რთული, კომპლექსური ვითარებაა ჩვენს გარშემო. არის გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული, მათ შორის, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობებთან, ასევე რეგიონში არის საკმაოდ კომპლექსური ვითარება. ასეთ პირობებში, ამ საკითხებზე ანალიტიკურ მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და სწორედ, ეს მნიშვნელოვანი მისია ჩაბარდება ბატონ ანრი ოხანაშვილს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რანგში აწარმოებს, სწორედ, ასეთ ანალიტიკურ სამუშაოს. მიზანი იქნება ინფორმაციის დამუშავება და ამის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე,- განაცხადა

ირაკლი კობახიძე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay