შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მელანია ტრამპის წერილი გადასცა, რომელშიც ომის დროს გატაცებულ ბავშვებზეა საუბარი

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მელანია ტრამპის წერილი გადასცა, რომელშიც ომის დროს გატაცებულ ბავშვებზეა საუბარი

by admin

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეუღლემ, მელანია ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინის წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინასა და რუსეთში ბავშვების მდგომარეობაზეა საუბარი, – ინფორმაციას Reuters-ი ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა მათთან საუბარში განაცხადეს, რომ წერილი ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპმა ალასკაში სამიტის დროს პირადად გადასცა.

Reuters-ის წყაროებმა წერილის შინაარსი არ გაამხილეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მასში ომის დროს გატაცებულ უკრაინელ ბავშვებზეა საუბარი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay