სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
Home საზოგადოება ნარკოდანაშაულის საქმეზე თედო აბრამოვის მიმართ გამოტანილი განაჩენის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

ნარკოდანაშაულის საქმეზე თედო აბრამოვის მიმართ გამოტანილი განაჩენის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

by admin

თედო აბრამოვის მიმართ ნარკოდანაშაულის საქმეზე გამოტანილი განაჩენის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

“2025 წლის 15 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით თევდორე აბრამოვი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

საქმის მასალების მიხედვით თევდორე აბრამოვს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის შედეგად, სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი”, – ნათქვამია განცხადებაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay